დიდი ბრიტანეთის ვიზიტის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ - თინა ბოკუჩავამ, პეტრე ცისკარიშვილმა და ლევან სანიკიძემ შეხვედრას გამართეს თემთა პალატის წევრ ბლერ მაკდუგალთან, რომელიც მმართველი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელია, - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, პოლიტიკური ლიდერების დევნა, სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებები, ასევე პოლიტპატიმრების რაოდენობის მზარდი სტატისტიკა.

ხაზი გაესვა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი საერთაშორისო სანქციების დაწესების აუცილებლობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სირიის ახალი ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების პროცესს – მიმართულებას, სადაც დიდ ბრიტანეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.