უშიშროებაზე პასუხისმგებელი უწყება ერთ კვირაში რომ ადამიანს, რომელსაც ასეთ რისკებში შეჰყავდა ქვეყანა, პრემიერად ნიშნავს და ხმას არ იღებს, ეს არის ქვეყნის ღალატი და თუ “დიფ სტეიტმა” დაურეკა და დაუჯერეს -  ეს კიდევ ორმაგი ღალატია, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ყველაფერი იცოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

"ყველაფერი იცოდა სუსმა, სუსო გაურბის თავის პასუხისმგებლობას იმიტომ, რომ თუ ის, რასაც სუსი ამბობს, ეს იყო სიმართლე და ისინი მართლა ასე ფიქრობდნენ, მაშინ არანაირი ახსნა არ აქვს.  უშიშროებაზე პასუხისმგებელი უწყება ერთ კვირაში რომ ადამიანს, რომელსაც ასეთ რისკებში შეჰყავდა ქვეყანა, პრემიერად ნიშნავენ და ხმას არ იღებს, ეს არის ქვეყნის ღალატი და თუ “დიფ სტეიტმა” დაურეკა და დაუჯერეს -  ეს კიდევ ორმაგი ღალატია. 

გეგმის შექმნაზე სუსიც მუშაობდა, მათი ანალიტიკურიც და შსს-ც ამ ღონისძიებამდე დაახლოებით, 3 კვირით ადრე, EUMM წარმომადგენლებს შსს-ს შენობაში გავაცანით ყველა ინფორმაცია, კონკრეტული კოორდინატები და საგუშაგოების რაოდენობა - იგივე კოორდინატები გავუზიარე მაშინდელი სუსის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.