ეს არის მისთვის უკვე მეოთხე სისხლის სამართლის საქმე და ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალეკო ელისაშვილს სჯიან მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციელი შოთა ჭიპაშვილის წინააღმდეგ დაწყებულიყო საქმე, ალეკო ელისაშვილი სამართლდება.

"საქმე ეხება მოწმე პოლიციელს, ეს არის შოთა ჭიპაშვილი, რომელიც ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე ამხილა როგორც წამებაში, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობაში და ნაცვლად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულიყო შოთა ჭიპაშვილის წინააღმდეგ ამ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს მიაწოდა ალეკო ელისაშვილმა, ვხედავთ, რომ სიტყვა "არაკაცი", ის ეპითეტი, რომელიც გამოიყენა ალეკო ელისაშვილმა ამ პიროვნების მიმართ, გახდა ახალი სისხლის სამართლის დაწყების საფუძველი. ეს არის მისთვის უკვე მეოთხე სისხლის სამართლის საქმე და ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალეკო ელისაშვილს სჯიან მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.