ეს ანგარიში ჰგავს წინა ანგარიშებს, სადაც არის 300 ტყუილი და 6 სადღეგრძელო. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი წარუმატებელი წელი იყო საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

"ეს ანგარიში ჰგავს წინა ანგარიშებს, სადაც არის 300 ტყუილი და 6 სადღეგრძელო. ტყუილები ტრადიციულია, მაგალითად, უმუშევრობა შემცირდაო და შემცირდებოდა აბა რა იქნება, შარშან ჩვენი 164 ათასი მოქალაქე წავიდა უცხოეთში. ბუნებრივია, შემცირდება უმუშევრობა, ოღონდ ქვეყნის დაცლის ხარჯზე.  

შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი წარუმატებელი წელი იყო საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენენ.