"ქართული ოცნების" არაადეკვატური პოლიტიკის შედეგად, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება, რაც ასევე ართულებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობა და არსებობა ევროკავშირისთვის ფუნდამენტური წინაპირობა, რომლის გარეშეც ევროინტეგრაცია შეუძლებელია.

"სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესის განუყოფელი და ფუნდამენტური ნაწილია. "ქართული ოცნების" არაადეკვატური პოლიტიკის შედეგად, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება, რაც ასევე ართულებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო "ქართული ოცნების" მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დასავლური არჩევანის საბოტაჟი, მაგრამ ვხედავთ, რომ ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობა და არსებობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობა, რომლის გარეშეც ევროინტეგრაცია შეუძლებელია", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.