ჩვენი ჯარიმების ხარჯზე უნდა შეივსოს ბიუჯეტი და დაფინანსდეს ის სტრუქტურები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, კვლავ მზადაა აწამოს, სცემოს და დაარბიოს მშვიდობიანი დემონსტრანტები, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ბოლომდე დგომა და აქციების გაგრძელება.

"საჭიროა ბოლომდე დგომა და ბოლომდე ბრძოლა, რათა საქართველო არ ჩარჩეს რუსეთის უკანა ეზოში და საქართველომ გაიკვლიოს გზა ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროსკენ.

ყველაზე სერიოზული წუხილის საგანი ის არის, რომ ჩვენი ჯარიმების ხარჯზე უნდა შეივსოს ბიუჯეტი და დაფინანსდეს ის სტრუქტურები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, კვლავ მზადაა აწამოს, სცემოს და დაარბიოს მშვიდობიანი დემონსტრანტები, მაგრამ ეს ჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად დრაკონულია თანხაც და შეუსაბამოა ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მოქალაქეები მაინც ურყევად ვდგავართ აქციაზე, გავაგრძელებთ დგომას და ეს დაშინების მცდელობები, რეალურად უძველდება რეჟიმს და ხედავენ, რომ პროტესტი არ ცხრება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.