უნდა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრები, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადამიანისთვის. ასევე, უნდა იყოს ნარკოლოგიურები, - ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ განაცხადა.

დეკანოზის თქმით, ცნობიერების დონემ უნდა აიწიოს, სკოლებში უნდა მოხდეს პროპაგანდა, ამის შესახებ ბავშვებს სრული ინფორმაცია უნდა გააცნონ.

"უნდა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრები, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადამიანისთვის. ასევე, უნდა იყოს ნარკოლოგიურები. წარმოიდგინეთ, ადგილი არ არის იმისთვის, რომ ადამიანის დეტოქსიკაცია მოხდეს და არ მოკვდეს, თანხაზე აღარ არის ლაპარაკი. გარდა ამისა, არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამის ნარკოპოლიტიკის რომანტიზების მოშორება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ ცუდი მდგომარეობაა, პირიქით, არსებობენ ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების პროპაგანდისტები. მაგალითად, ჩემთვის ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს.  

ცნობიერების დონემ უნდა აიწიოს, სკოლებში უნდა მოხდეს პროპაგანდა, ამის შესახებ ბავშვებს სრული ინფორმაცია უნდა გააცნონ. ახალგაზრდებში უნდა მოახდინონ რომანტიკული წარმოდგენების სრული განადგურება. ამაღლდეს ადამიანის ცნობიერება, რა საშუალებასთან აქვს საქმე და მომავალში, რა საშინელ შედეგებს იწვევს", - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.