ანზორ მელიას შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გისოსებს მიღმა გაუშვა, სწრაფად ჩამოიშლება.

"რა საჭირო იყო ეს კლოუნადა, რაც მოაწყვეს. რა საჭირო იყო გატაცება. კაცი ინტერვიუს მისაცემად მიდიოდა, გააჩერეს. შსს-ს პრესცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ნიკამ პოლიციელს. მანქანიდან აგინა ნიკამ? მანქანაში იჯდა, თავად გააჩერეს, შეუვარდნენ, თუ შეაგინა დედის რძესავით შეერგოთ, რადგან ნიკა 100-პროცენტიანი იყო. მე მჯერა ნიკას მიდგომის. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაიმარჯვებენ და ჩვენ ამაში გვერდით უნდა დავუდგეთ. ეს მთავრობა სწრაფად ჩამოიშლება. ამათი დღეები დათვლილია" - განაცხადა ანზორ მელიამ "ტვ პირველის" ეთერში. 

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. საქმე არსებით განხილვაზე გადადის. შემდეგი სასამართლო სხდომა ირაკლი შვანგირაძემ 12 ივნისს ჩანიშნა.