დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ომი არის მოულოდნელობებით სავსე და კიდევ ბევრ მოულოდნელობას დავინახავთ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებიც და ისრაელიც უკეთ არიან მომზადებულები და ისინი კიდევ უფრო მეტ მოულოდნელობას შესთავაზებენ ირანულ მხარეს.

"დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ომი არის მოულოდნელობებით სავსე და კიდევ ბევრ მოულოდნელობას დავინახავთ, დაწყებული იმით, რომ ომის პირველივე დღეს ლიკვიდირდა მებრძოლი მხარის პირველი პირი, დასრულებული იმით, თუ რამდენი ქვეყნის მიმართ გაისროლეს რაკეტები და დრონები, რომ ისინიც ჩაერთონ ამ ომში. 

ვფიქრობ, რომ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებიც და ისრაელიც უკეთ არიან მომზადებულები და ისინი კიდევ უფრო მეტ მოულოდნელობას შესთავაზებენ ირანულ მხარეს.

რეგიონში აღარ რჩება ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა შეერთებული შტატებისა და ისრაელის კოალიციას, რომელსაც შეიძლება არაბული ქვეყნებიც დაემატოს", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.