პარანოია, რომელიც "ქართულ ოცნებას" დაემართა უცხოელებთან მიმართებაში, სრულიად ერთმნიშვნელოვნად გადაინაცვლებდა რაღაც ეტაპზე უკვე დიპლომატების მიმართ, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეას" თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

"ეს ტენდენცია უკვე სახეზეა რამდენიმე თვეა, ეს ახალი ამბავი არ არის, სულ რამდენიმე ხნის წინ ასევე არ შემოუშვეს ძალიან მნიშვნელოვანი შვედური საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც 15 წელია, საქართველოში ცხოვრობს, ქართული ოჯახი აქვს, ქართველი შვილები ჰყავს და ამის მიუხედავად, ეს ვერ გახდა შემაფერხებელი, რომ შეეკავებინათ.

ეს რაღაც პარანოია, რომელიც "ქართულ ოცნებას" დაემართა უცხოელებთან მიმართებაში, სრულიად ერთმნიშვნელოვნად გადაინაცვლებდა რაღაც ეტაპზე უკვე დიპლომატების მიმართ, ეს ცალსახა იყო და არც დაგვიანდა ეს პროცესი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საქართველოში ევროკავშირის საელჩოს თანამშრომელი სიმონ ვანდერბრუკი არ შემოუშვეს და აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. ევროკავშირის საელჩოს ატაშე საქართველოში ცხოვრობს.

ამჟამად ის ევროკავშირის საელჩოში გაფართოების საკითხებზე მუშაობს. მანამდე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომელი იყო.