არასერიოზულია, რომ კონკრეტული ერთი ადამიანის ბრალეულობას მივაწეროთ ის დაძაბულობა, რომელიც არსებობს საქართველოს და გერმანიას შორის, -  ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის პრობლემა ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა. 

"არასერიოზულია, რომ კონკრეტული ერთი ადამიანის ბრალეულობას მივაწეროთ ის დაძაბულობა, რომელიც არსებობს საქართველოს და გერმანიას შორის. რაც არ უნდა ვეძიოთ, პრობლემა ერთ ადამიანში, ეს ასე არ გახლავთ. ეს ურთიერთობები თუ გამოსწორდება, ეს არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გამოვლინებაზე, კონკრეტული ინფორმაციის ატვირთვაზე კონკრეტულ საიტზე. ეს კომპლექსურად შეეტყობა ყველა ურთიერთობას. მანამდე, ეს საუბარი არის არასერიოზული, იმიტომ, რომ პრობლემა არ აღმოფხვრილა, არ მოგვარებულა", - განაცხადა  ირაკლი ფავლენიშვილმა.