"ქართული ოცნების" წარმომადგენლების კრიტიკისთვის, რომელსაც ისინი შეურაცხყოფად მიიჩნევენ, შესაძლოა, დევნა მოჰყვეს, -  ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რა თქმა უნდა, თავის დროზევე გულისხმობდა იმას, რომ მათ შეეძლოთ სოციალური ქსელებიც ეკონტროლებინათ.

"ქართული ოცნების" მიერ მიღებული ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რა თქმა უნდა, თავის დროზევე გულისხმობდა იმას, რომ მათ შეეძლოთ სოციალური ქსელებიც ეკონტროლებინათ, უბრალოდ, ამაზე თავდაპირველად არ მახვილდებოდა ყურადღება, თუმცა ეს ცვლილებები თავიდანვე შეიცავდა ამ შინაარსს და თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამისთვის გამოიყენებდნენ, საბოლოო ჯამში.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების კრიტიკისთვის, რომელსაც ისინი შეურაცხყოფად მიიჩნევენ, შესაძლოა, ასეთი დევნა მოჰყვეს", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.