პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი მივიდა.

ელინა ვალტონენს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ეუთოს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს გაესაუბრა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს საგარეო უწყებაში იმყოფებოდა, სადაც მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერების დაკავებები არაპროპორციული იურიდიული პროცედურებით ხდება.

ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.