“ევროპის სახალხო პარტია" “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცებას ეხმაურება და დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

"ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ბავშვების უსაფრთხოებაზე განხორციელებული მუქარებით. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ და ეფექტურ გამოძიებას", - აღნიშნულია EPP-ის განცხადებაში.

კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილს უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდიდა. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს, 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას და ბავშვების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ.