ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა. სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას,  - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს "ქართული ოცნების" სისუსტის ნიშანია.

"სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას, ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა. მე ვფიქრობ, ეს  "ქართული ოცნების" სისუსტის ნიშანია, ძლიერად რომ გრძნობდეს "ოცნება" თავს, ჩვენს დაჭერაზე არ იფიქრებდა. მას ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, მისთვის მთავარი ამოცანაა, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება. მათ ქვეყნის ინტერესები უგულებელყოფილი აქვთ.

ქვეყნის ინტერესები რომ არ ადარდებთ, ეს ძალიან კარგად ჩანს ბრიუსელში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დღეს დააკავეს.