"ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციაში განხილული იყო ყველა ის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიდასავლური ქმედება, რითაც ივანიშვილი ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პირველი რეზოლუცია, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, თუ რატომ შეიძლება მივიჩნიოთ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი პოლიტიკური დევნის კლასიკურ ნიმუშად.

"გუშინ, „ევროპის სახალხო პარტიამ“, ყველაზე დიდმა ევროპულმა პოლიტიკურმა ოჯახმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმის მიერ ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობას ეხება. რეზოლუციაში განხილულია ყველა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიდასავლური ქმედება, რითაც ივანიშვილი ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს და დიქტატურის განმტკიცება სურს. აქ საუბარია პარტიების აკრძალვის მცდელობაზე, პოლიტიკურ დევნასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პირდაპირ არის მოთხოვნილი გიორგი ბარამიძის გათავისუფლება და ხაზგასმულია მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით. ეს არის პირველი რეზოლუცია, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, თუ როგორ შეიძლება მივიჩნიოთ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი პოლიტიკური დევნის კლასიკურ ნიმუშად. გარდა ამისა, მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილისა და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.