ვიზალიბერალიზაციის გარდა საქართველოს დღევანდელი მთავრობის სანქცირების თემაც შეიძლება შემოვიდეს, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება წინააღმდეგი, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო შესაძლოა, რუსეთის, ბელორუსისა და ვანუატუს რიგებში დადგეს.

"ბოლო თვეებია ვხედავთ, რომ თავის თავს ელაპარაკება კობახიძე. აღიარებს კიდეც, რომ მას არავინ ელაპარაკება, პასუხს არ სწერენ წერილზე არც ამერიკიდან, ევროკავშირიდან თუ სწერენ, მხოლოდ უარყოფითს - ანუ, მათ არავინ არ აქებს, ფაქტობრივად, ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, რომ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არავინ პასუხობს. 

საინტერესოა ტრამპის და ივანიშვილის ერთ სტანდარტზე დაყენება. გაგება "დიფ სთეითის" აშშ-ში და კობახიძეში გასარკვევია.

მთელი თემა გათვლილი იყო იმაზე, რომ ტრამპი მაინც ჩვენიანია, მაგრამ გამოჩნდა, რომ ტრამპი ისევ დაბრუნდა ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში თანამშრომლობაში, ამ დროს ტრამპი კობახიძეს პასუხს არ სწერს და აქ მე ვფიქრობ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რეალური საფრთხე არის. სულ სამი ქვეყანაა ასეთ ვითარებაში - რუსეთი, ბელორუსი და ვანუატუ და თუ ასე გავაგრძელებთ, მეოთხე ჩვენ ვიქნებით. პასუხს ელოდება ევროკავშირი ჩვენგან და თუ "ქართული ოცნების" ამომრჩეველს ეს უნდოდა, რომ რუსეთის, ბელორუსის და ვანუატუს გვერდით ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც ვიზალიბერალიზაციას გაუჩერებენ კანდიდატის ქვეყნებიდან, მათ ამას მიაღწიეს. მე ვფიქრობ, ვიზალიბერალიზაციის გარდა საქართველოს დღევანდელი მთავრობის  სანქცირების თემაც შეიძლება შემოვიდეს, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება წინააღმდეგი და შეიძლება აშშ-მ ეს სანქციები გაამკაცროს, იმიტომ, რომ ვერ იღებს ტრამპისგან პასუხს, ვერ იღებს მხარდაჭერას. ყაველაშვილის მისალოცი წერილის გარდა არაფერი გვინახავს. ისინი ელოდებიან, რომ იქნება შემდეგი ნაბიჯები, რომელზეც შესაძლოა იყოს მთავრობის სანქცირება, ქვეყნის. ქვეყანას აქცევენ ზუსტად იმ რიგში, სადაც რუსეთი, ბელორუსი და ვანუატუა", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.