ფაშისტურ, ნაცისტურ, კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმებშიც კი არსებობდა რაღაც სტანდარტი, ჩარჩოები. ესენი საერთოდ გასულები არიან ყველაფრიდან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნების" მიზანი დიქტატურაა.

"ფაშისტურ, ნაცისტურ, კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმებშიც კი არსებობდა რაღაც სტანდარტი, ჩარჩოები. ესენი საერთოდ გასულები არიან ყველაფრიდან. ლოგიკურად რომ მივუდგეთ და ვიმსჯელოთ, რა შეიძლება, რომ რეჟიმმა გააკეთოს, შეუძლებელია, რომ ჩვენ ამაში შევყვეთ იმიტომ, რომ არ არსებობს ბოროტებაში ლოგიკა, ამიტომ, მოსალოდნელი ალბათ, ყველაფერია, მათ შორის ისიც, რაც არის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი.

ჩემი აზრით, რეჟიმის მიზანი არის, რომ პოლიტიკური ლიდერები გამოამწყვდიოს ციხეში, აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, მედიები, არასამთავრობოები და ჩამოაყალიბოს დიქტატურა", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს.