"ოცნებამ" დემოკრატიული უკუსვლის სიჩქარით გადააჭარბა ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნებსაც კი. საჭირო არაა არჩევანის გაკეთება თავისუფლებასა და კეთილდღეობას შორის - ჩვენ ორივე გვაქვს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორიმ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში ე.წ. გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ ის არ მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას.

"ძალიან დასანანია იმის ხილვა, რომ როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი მმართველის ცოლი პარიზის მოდის კვირეულს ესწრება, მესამე სექტორის წარმომადგენლები საკუთარი ფულით ცდილობენ გადარჩენას. ვფიქრობ, რომ ევროკომისიამ ახალი მექანიზმი ეფექტიანად უნდა გამოიყენოს. თბილისში ყველა გვეუბნებოდა, რომ ესაა, რაც რეალურად შეცვლის ვითარებას, რისიც რეჟიმს ნამდვილად ეშინია, შესაძლებლობების დაკარგვაა. ფულს, რომელიც სახელმწიფოს და საზოგადოებას მოჰპარეს, საკუთარი სიამოვნებისთვის ვეღარ დახარჯავენ ევროპაში, მაგალითად, ევროკავშირს შეუძლია, მიზანში ამოიღოს და შეზღუდვა დაუწესოს ყველა პროკურორს, რომელიც სამარცხვინო საქმეებშია ჩართული, მათ უნდა ეტკინოთ, სხვა შემთხვევაში ეს არ იმუშავებს. ჩვენი სურვილია, მივიტანოთ ეს იდეა ევროპარლამენტიდან ევროკომისიამდე, რადგან მივიღეთ ეს მექანიზმი, ის ეფექტური უნდა იყოს.

ლიდერების შემთხვევაში კი სხვაგვარადაა, როცა პოლიტიკურ პოზიციაზე ხარ, გაცნობიერებული გაქვს რისკები, ჯიბეებს ივსებ. პრობლემა რეჟიმისთვის მაშინ დაიწყება, როცა შენ ამ სიაში შეიყვან შუა რგოლის წარმომადგენლებს. ისინი ზემდგომთან დაიჩივლებენ. პრობლემაა ფარული დღის წესრიგის არსებობა, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში ე.წ. გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ ის არ მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას.

"ოცნებამ" დემოკრატიული უკუსვლის სიჩქარით გადააჭარბა ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნებსაც კი. საჭირო არაა არჩევანის გაკეთება თავისუფლებასა და კეთილდღეობას შორის - ჩვენ ორივე გვაქვს", - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორიმ.