პასუხი უნდა აგონ კონკრეტულმა პირებმა, არ მიმაჩნია სწორად უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოსახლეობისათვის, რომელიც არ უნდა იხდიდეს ფასს "ოცნების" ნაბიჯების გამო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა განაცხადა.

ის მოუწოდებს კომისიას, რომ ეს მოცემულობა მკაფიოდ ასახოს ანგარიშში, რომელიც მალე გამოქვეყნდება.

"ისინი საკუთარ უწოდებენ "ქართულ ოცნებას", მაგრამ აშკარაა, რომ ქართულ კოშმარად გადაქცევის გზას დაადგნენ კრემლის ჩრდილქვეშ. ახლა ჩანს, რომ ისინი ცდილობენ, ქართველებს ევროპული მომავალი მოპარონ, ამისათვის კი გაწევრიანების პროცესს სისტემატურად უთხრიან ძირს. როდესაც ვსაუბრობთ შეზღუდვებზე, მოცემულობა ასეთი არ უნდა იყოს - დღეს რომელი პასპორტით წავიდე სამოგზაუროდ. უნდა გააცნობიერონ, რომ ვეღარ წავლენ ზაფხულის არდადეგებზე ალიკანტეში ან სამხრეთ საფრანგეთში.

პასუხი უნდა აგონ კონკრეტულმა პირებმა, არ მიმაჩნია სწორად უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოსახლეობისთვის, რომელიც არ უნდა იხდიდეს ფასს "ოცნების" ნაბიჯების გამო. ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას, რომ ეს მოცემულობა მკაფიოდ ასახოს ანგარიშში, რომელიც მალე გამოქვეყნდება", - განაცხადა ტობიას კრემერმა.

სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ ევროპარლამენტს მოუწოდა, ჩამოართვას 1000-დან 2000-მდე ქართველ ჩინოვნიკს და მათი ოჯახის წევრებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება.