სამ წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც სააკაშვილი ციხეში ზის, კმარა! სალომე ზურაბიშვილს ვეტყვი - გადადე გვერდზე შენი ყველანაირი მე და გამოეცი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აქტი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს რუს ზომბებს უტოვებენ ციხეში.

"ყველაფერი წყდება რუსთაველზე! საქართველოს პოლიტიკური გული არის რუსთაველი. არის რუსთაველის 7, სადაც დაეთრევიან "ოცნების" წევრები და ცდილობენ "გააპრავონ" გაყალბებული არჩევნები, შექმნან თავისი პარლამენტი, რუსული მთავრობა და რუსის პრეზიდენტი - ეს არის მომდევნო ერთი თვის გრაფიკი. იმის იქით, რანაირად გადავრჩებით მერე უნდა დაიგეგმოს, მანამდე ვერავინ ვერაფერს იზამს, მაგრამ ამ პროცესამდე თუ ვინმე რამეს იტყვის ან ვირეშმაკობს, ამ სასარგებლო იდიოტია.

მოვტრიალდები და სალომე ზურაბიშვილს ვეტყვი - გადადე გვერდზე შენი ყველანაირი მე და გამოეცი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აქტი. შეიწყალებენ თუ არა ეს მეორე საკითხია, მაგრამ გააკეთე. საერთაშორისო პრაქტიკაში ამ საკითხის მოხვედრა ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. იქით არიან რუსის ზომბები და სააკაშვილს ვუტოვებთ ციხეში?!  მას შეეძლო რუსეთთან მებრძოლი პრეზიდენტის გათავისუფლება. სულ რომ გეზიზღებოდეს სააკაშვილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. სამ წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც ციხეში ზის, კმარა!", - განაცხადა გიგი უგულავამ.