თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პარტია "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სოლიდარობას უცხადებს.

მისი თქმით, ახლა მხოლოდ ერთიანობა თუ გადაარჩენს საქართველოს.

"სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს „ქოც/რუს/ზონდერ“ დეპუტატები დაესხნენ.

აქვე ვიტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებდა ადრე. გახარია იყო შს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში „ზონდერ“ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს, მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ. იქით რუსის ზომბები არიან. აქეთ ადამიანები ვართ, ყველანაირი, ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.