პოლიტიკურ ოპონენტებზე - გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დამახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმებისთვის და ამას არ შეეგუება არც ჩვენი მოქალაქეები და არც საერთაშორისო საზოგადოება, - ასე გამოეხმაურა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიგი წერეთელი გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას.

“მაშინ, როდესაც საქართველოს ათიათასობით მოქალაქე უკვე მეორე თვეა, გამოხატავს უწყვეტ პროტესტს რეჟიმის წინააღმდეგ და ითხოვს სწორედ რეპრესიების დასრულებას, პატიმრების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს იმისათვის, რომ ჩვენ ნორმალურ საზოგადოებაში და ქვეყანაში გავაგრძელოთ ცხოვრება და ამას დე ფაქტო ხელისუფლება პასუხობს მეტი აგრესიით, ძალადობით და ის ფაქტები, რაც ჩვენ ვნახეთ - ბათუმში მოქალაქეების, ჟურნალისტების დაკავება, ახლა გახარიაზე ამგვარად გასწორება ანგარიშის, ეს არის სწორედ დამახასიათებელი ავტოკრატიული ქვეყნებისთვის და ამას ვერ შეეგუება ვერავინ, ვერც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ვერც საერთაშორისო საზოგადოება, რომლისთვისაც ამ რეჟიმის მიუღებლობა კიდევ უფრო თვალნათელი ხდება", - განაცხადა გიგი წერეთელმა