ბატონი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. ამ დანაშაულს იძიებს ოხანაშვილი, ანუ, სუსი იძიებს თავის დანაშაულს, - ამის შესახებ დაკავებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მისი საქმე ივანიშვილის პირადი დაკვეთაა.

"ვხვდებოდი პირდაპირი მოწმე, როგორ იტაცებდნენ სახელმწიფოს, როგორ დადიოდნენ პრესტიჟით და ძალაუფლებით შეპყრობილი მთავრობის, ძალოვანი და სასამართლოს წარმომადგენლები ივანიშვილის კარზე. სწორედ ამიტომ ვეუბნებოდი მას სახელმწიფო პოზიციებში მონაწილეობაზე. როდესაც ნახა, რომ პირდაპირ ვერ შემიყვანა მის სამსახურში, პირდაპირ მომთხოვა, რომ დამეწყო იმ ანტიდასავლური და ანტიქართული წერილების გამოქვეყნება, რომელსაც დღემდე ბატონი შათირიშვილი აქვეყნებს. მანდ ჩაეყარა ჩვენ შორის დაპირისპირებას საფუძველი.

ივანიშვილმა მომიწყო სასამართლოს იმიტაცია, რომელსაც გავდიოდი ორი წელი. ერთადერთ გზად დამიტოვა ბედის ხელში აღება. ესეც არ ეყო და მიმართა კრიმინალურ მეთოდს - მოტაცებას. იმ მეთოდს, რომლითაც 90-იანებში მას ძმა მოუკლეს, იმ მეთოდს, რომლითაც კალაძეს მოსტაცეს ძმა - ზუსტად იმავე მიზნით, ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამტაცებლებს არ ჰქონდათ სახელმწიფო მიტაცებული.

ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარა წამოფარებულს საერთაშორისო და ქართული ნორმის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილისა და სუსის მიერ შესრულებული ოპერაცია. ბატონი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. ამ დანაშაულს იძიებს ოხანაშვილი, ანუ, სუსი იძიებს თავის დანაშაულს. 

როგორ ვანდო თავი იმ ხელისუფლებას, რომელიც "შეფის" კარზე ატუზული მინახავს, იმ სასამართლოს, რომელმაც ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე ორი წელი ჯოჯოხეთი მომიწყო მე და ჩემს ოჯახს", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.