21 ოქტომბრიდან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მოსმენები ჩანიშნა. ეს სასოწარკვეთილი აჩქარება ორ რამეზე მიუთითებს: შიდა კოლაფსის შიში და მართლმსაჯულების სრული ჩამოშლა, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს არის ელვის სისწრაფით თავსმოხვეული ფიქციური პროცესი პოლიტიკური პლურალიზმის გასანადგურებლად.

"მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, მან თანამდებობა საერთოდ დატოვა. სულ რაღაც რამდენიმე საათში, სასამართლომ მოულოდნელად, 21 ოქტომბრიდან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მოსმენები ჩანიშნა. ეს სასოწარკვეთილი აჩქარება ორ რამეზე მიუთითებს:

1. შიდა კოლაფსის შიში: რეჟიმი შეშინებულია, რომ სასამართლო სისტემაზე მყიფე კონტროლი არ დაკარგოს და ჩქარობს გადაწყვეტილებების მიღებას, სანამ კვორუმს დაკარგავს.

2. მართლმსაჯულების სრული ჩამოშლა: ეს არის ელვის სისწრაფით თავსმოხვეული ფიქციური პროცესი პოლიტიკური პლურალიზმის გასანადგურებლად და დიქტატურის გასამყარებლად.

რეჟიმი, რომელიც შიშზე დგას, ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას ვერ დაუპირისპირდება. მსოფლიომ ამას ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი - რეჟიმი სწრაფად მოქმედებს იმიტომ, რომ იცის, მისი დრო იწურება“, - წერს გიორგი გახარია.