პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მზია ამაღლობელს მხარდაჭერას უცხადებს.

"ოცნებამ პოლიტიკური და სამართლებრივი წითელი ხაზები დიდი ხანია გადალახა, დღეს კი ყველანაირ ადამიანურ და მორალურ ზღვარს მიღმა დადგა და განაჩენი პირველ რიგში საკუთარ თავს გამოუტანა.

მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში - ღირსების ბრძოლაში დამარცხდა.

ჩვენი მხარდაჭერა მზია ამაღლობელს!“ - წერს გახარია.

"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.