კუდის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა რომან შამათავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

გამოძიება რომან შამათავას დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას მკვლელობას ედავებოდა.

თავდაპირველად, შამათავას თავისუფლების 16 წლამდე ვადით აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელი 12 წლამდე შემცირდა.

პროკურატურის ინფორმაციით, კუდის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი ცინდელიანს და ქარდავას "აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა".