ივანიშვილის ნება-სურვილის მიხედვით კი არ უნდა ვმოქმედებდეთ და ვცხოვრობდეთ ჩვენ, არამედ იმით, თუ რა მიგვაჩნია ჩვენ სწორი, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა თავის ფულს და ძალაუფლებას გადააყოლა ქვეყანა.

"ფაქტია, რომ ივანიშვილმა თავის ფულს და ძალაუფლებას გადააყოლა ქვეყანა. ივანიშვილის, ამ რუსული იდეოლოგიის რეჟიმი დგას ამაზე - შეაგროვონ რაც შეიძლება მეტი ქონება და რაც შეიძლება მეტი ოქროს ზოდი ჰქონდეთ სახლში.

მე ერთი ვიცი - ივანიშვილის ნება-სურვილის მიხედვით კი არ უნდა ვმოქმედებდეთ და ვცხოვრობდეთ ჩვენ, არამედ იმით, თუ რა მიგვაჩნია ჩვენ სწორი, სწორი კი არის - საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გრძელვადიანი პერსპექტივით იცხოვროს კეთილდღეობით და უსაფრთხოდ, ამას კი სჭირდება დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა, სადაც ადამიანები კი არ გარბიან, არამედ უკან ბრუნდებიან და სადაც მეგობარს მეგობარი ჰქვია და მტერს - მტერი. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.