13 ივნისის ღამეს, ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა ირანში ნათანზში მდებარე ურანის გამდიდრების უდიდეს ობიექტს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

"ღამით, ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა, დაზვერვის ზუსტი მონაცემების საფუძველზე, ირანის რეჟიმის ურანის გამდიდრების ობიექტს ნატანზის რაიონში დაარტყეს. ეს არის ირანში ურანის გამდიდრების უდიდესი ობიექტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ბირთვული იარაღის შესაძლებლობების მისაღწევად და შეიცავს ურანის სამხედრო დონემდე გამდიდრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას“, - წერს IDF.

დარტყმამ დააზიანა ობიექტის მიწისქვეშა ნაწილი, რომელიც მოიცავს მრავალსართულიან გამდიდრების დარბაზს ცენტრიფუგებით, ელექტრო ოთახებით და დამატებითი დამხმარე ინფრასტრუქტურით.

დარტყმები ასევე მიმართული იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურისკენ, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

13 ივნისის ღამეს, ისრაელის ავიაციამ ირანზე საჰაერო იერიში მიიტანა, თავდაცვასთან და ბირთვულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ობიექტებზე.