არის საუბარი, როგორც ფინანსურ სანქციებთან, ასევე სხვა მექანიზმებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ამოქმედდეს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხაელ როთთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანია ქართველი ხალხის მხარდამჭერია.

"ეს ვიზიტი არის უპირობო მხარდაჭერა ხალხის და იმ პროტესტის, იმ ერთიანობის, რომელიც დღეს საქართველოშია. გერმანიამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. პირველად მან შეუზღუდა გადაადგილება, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში ამაზე კონსენსუსი არ იყო. ანუ, ფაქტობრივად, საქართველოს გამო გერმანია ახალ პრეცედენტებს ქმნის. ეს მარტივი არ არის. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ამ შეხვედრაზე და ეს ძალიან კარგად გვესმის. ველით ამის შემდგომ სხვა მუშაობას. არის საუბარი, როგორც ფინანსურ სანქციებთან, ასევე სხვა მექანიზმებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ამოქმედდეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.