18-ში, 10:00 საათზე გრძელდება პროცესი. ყოველ სხდომაზე უნდა ველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

18-ში, 10:00 საათზე გრძელდება პროცესი. ყოველ სხდომაზე უნდა ველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნება" უკვე თვითონაა შეშინებული.

"უშვებენ ადამიანს, რომელმაც საქმესთან დაკავშირებით შინაარსიც კი არ იცის. რაც მთავარია, მოსამართლე და პროკურორი ვის იცავენ - პარლამენტის წევრებს, წულუკიანს, სხვებს, რომ მათი შიშები ჩაახშონ, თორემ აქ წულუკიანი უნდა იყოს.

გამოძიებითაც იგივე დადასტურდა, რომ საქმე ჩვენთან მიმართებით აღძრა გამომძიებელმა და დაკითხვის ულებაც კი წაართვეს თეა წულუკიანის. სირცხვილია. 

ფარსია თავიდან ბოლომდე, მაგრამ ერთი რამეცაა, რომ ესენიც ძალიან ნერვიულობენ იმიტომ, რომ დიდი დრო ამ რეჟიმს არ აქვს, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. 18-ში, 10:00 საათზე გრძელდება პროცესი.

ყოველ სხდომაზე უნდა ველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, უბრალოდ, დღეს იმდენად არაადეკვატური  და მათთვის ცუდი ჩვენებები მისცეს მოწმეებმა, რომ გაიჭედნენ და მოუწიათ გადადება სხდომის და 18-ში გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.