გორში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი არ არის ერთეული შემთხვევა, დღეს ძალოვანი უწყებები არ ემსახურებიან ქართველ ხალხს, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის სისტემური პრობლემა.

"გორში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი არ არის ერთეული შემთხვევა. დღეს ძალოვანი უწყებები არ ემსახურებიან ქართველ ხალხს. ეს არის სისტემური პრობლემა.

როდესაც ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას, მიიღოს ყველა ზომა, რათა ქართველ ხალხს შეუმსუბუქოს ცხოვრება, ამის ნაცვლად ისინი მხოლოდ და მხოლოდ აკეთებენ განცხადებებს, ამართლებენ მოძალადეებს. ის ქმედება, რაც გორში ვიხილეთ, სამწუხაროდ, არ არის პირველი. ეს არის ამ რეჟიმის რეალური სახე. ისინი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრის გარდა არაფრით ინტერესდებიან, პოლიცია გადააქციეს მოქალაქეებზე მოძალადეებად და არა დამცველებად ", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გორში, კომბინატის დასახლებაში პაპუნა ლოცულაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ 6 პირი დააკავა.