აქ იქნება ორი ეტაპი - ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უკრაინის ინტერესებშია, ყველა ვარიანტში და მეორე - სამშვიდობო პროცესი, რომელიც შეიძლება არც იყოს, - ამის შესახებ ისტორიკოსმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ომი "ფრედ" დამთავრება.

"გამოსავალი რუსეთს აქვს ორი - ან უარი თქვას შეთანხმებაზე და ან დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას და ესეც არ არის მთლად მომგებიანი რუსეთისთვის იმიტომ, რომ "ფრედ" დამთავრება გამოდის ამ ომის, არადა მთელი მსოფლიო განწყობილი იყო იმით, რომ უკრაინა უპირობოდ დამარცხდებოდა.

აქ იქნება ორი ეტაპი - ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უკრაინის ინტერესებშია, ყველა ვარიანტში და მეორე - სამშვიდობო პროცესი, რომელიც შეიძლება არც იყოს. 

უკრაინას უფრო სერიოზული მოკავშირეები ჰყავს, კონსოლიდირება მოხდა უკრაინის გარშემო. ევროპამ ძალიან ნელა, ძალიან ჭრიალით, მაგრამ ცენტრისკენული მოძრაობები დაიწყო უკვე", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.