მეგობრებო, დღეს ჩემი წარმომადგენლების მეშვეობით ჰელსინკის კომისიას გადავეცი დოკუმენტაცია, რომელიც ამხელს რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციას, -  ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე წერს.

გიორგი ჩიკვაიძის თქმით, ეს  ამხელს რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციას ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმოსაბირებლად.

"მეგობრებო, დღეს ჩემი წარმომადგენლების მეშვეობით ჰელსინკის კომისიას გადავეცი დოკუმენტაცია, რომელიც ამხელს რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციას ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმოსაბირებლად", - წერს გიორგი ჩიკვაიძე.

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.