სადგურის მოედანზე, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი გარდაიცვალა.

ადგილზე შსს-ს შესაბამისი ჯგუფები არიან მობილიზებული და მომხდარის გარემოებებს არკვევენ.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი 55 წლამდე მამაკაცია, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი, შესაძლოა, მოკლული იყოს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მას სახის არეში დაზიანება ჰქონდა, თუმცა უცნობია, დაზიანება დაცემისას მიიღო, თუ მანამდე.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.