იმგვარი ვითარებაა, ვისურვებდი პირიქით, კონსოლიდაციაზე ვისაუბროთ, რაღაც მექანიზმები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური თანაცხოვრება, შევძლოთ, -  ამის შესახებ ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო თვეები "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად არ მონაწილეობდა ალიანსის საქმიანობაში.

"ალიანსს არ ჰქონია ვინმეს გარიცხვის ან გაშვების არანაირი მექანიზმი. ყველა პარტია, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვინც არის წევრი, აკეთებს არჩევანს და როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს არჩევანი გააკეთა. ეს უფრო ადრეც იყო, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად არ მონაწილეობდნენ ალიანსის საქმიანობაში. შესაბამისად, ეს არის მათი გადაწყვეტილება.

იმგვარი ვითარებაა, ვისურვებდი პირიქით, კონსოლიდაციაზე ვისაუბროთ, თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს მუდმივად ერთიანობაზე, ამიტომ რაღაც მექანიზმები ზოგადად უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური თანაცხოვრება, მით უმეტეს, ამ რთულ პერიოდში შევძლოთ” ,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.