შესყიდვების სააგენტო ერთდროულად აპირებს, იყიდოს 10 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების 192 მანქანა, აქედან 86 მანქანას ყიდულობს თბილისის მერიისთვის, 12 მანქანას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით,  რეჟიმის წარმომადგენლები აგრძელებენ საბიუჯეტო ფუფუნებაში ცხოვრებას.

"რეჟიმის წარმომადგენლები აგრძელებენ საბიუჯეტო ფუფუნებაში ცხოვრებას, ამჯერად შესყიდვების სააგენტო ერთდროულად აპირებს, იყიდოს 10 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების 192 მანქანა, აქედან 86 მანქანას ყიდულობს თბილისის მერიისთვის, 12 მანქანას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის და გაუგებარია, ამდენი მანქანა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას რაში შეიძლება სჭირდებოდეს.

ასევე, საინტერესოა, რომ თბილისის მერიამ ორი თვის წინ 100 ახალი მანქანა შეიძინა დაახლოებით 5 მილიონ ლარად და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტის შესავსებად გადასახადებს უზრდიან ადამიანებს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.