ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ეროვნული წინააღმდეგობის კამპანია, სადაც მაქსიმალურად ყველა ადამიანის მოზიდვას შევეცდებით, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "რეჟიმს უნდა, რომ მაქსიმალურად ინერტული გახადოს თითოეული მოქალაქე".

"ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ეროვნული წინააღმდეგობის კამპანია, სადაც მაქსიმალურად ყველა ადამიანის მოზიდვას შევეცდებით და მნიშვნელოვანი თარიღები ისედაც გამოჩნდება.

მთავარი ის არის, რომ პროტესტში დავრჩეთ. სუსს ჰყავს ძალიან ბევრი საცეცი და ავრცელებენ ხოლმე ნარატივს, რომ რა აზრი აქვს პროტესტს, დაჯარიმდები და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში, რეჟიმს ეგ უნდა, რომ მაქსიმალურად ინერტული გახადოს თითოეული მოქალაქე. 

ასეთი საპროტესტო ტალღა არასოდეს ყოფილა საქართველოში. ამ აქციების არსი იმაშია, რომ რუსთაველზე გადიან ადამიანები, რომლებიც არანაირ ორგანიზაციასა და პარტიაში არ არიან", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.