აშშ "მეგობარი აქტის" მიღებით ნათლად გამოხატავს მის მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქვეყანას როგორც სტრატეგიული პარტნიორობის, ისე მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის და უდიდეს პერსპექტივას აძლევს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

"მეგობარი აქტი ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს აშშ-ის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, მათ შორის გეოპოლიტიკურ რეგიონულ ჭრილშიც, რადგან აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, ინსტიტუციების კონსოლიდაციაზე და ამ შემთხვევაში საქართველოს აქვს მართლაც ძალიან დიდი შესაძლებლობები სტრატეგიული პარტნიორობის, კიდევ უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის აშშ-თან და დასავლურ სამყაროსთან, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ისევ თავის გზას გააგრძელებს, მაშინ ამ ხელისუფლების საკვანძო წარმომადგენლებს, ისევე როგორც პარლამენტის წევრებს, მათი ოჯახის წევრებს და ა.შ. სანქციები ნამდვილად არ ასცდებათ და ეს იქნება ყოვლისმომცველი სანქციები.

საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისაღებია. გვინდა ჩვენ დასავლეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, პერსპექტივა უვიზო მიმოსვლის აშშ-ში, თუ გვინდა “ოცნების” რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას, როგორც თვითმარქვია ხელისუფლება”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა