ნაყოფიერი საუბარი მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, საუბრისას ხაზი გაესვა პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.

“ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც  სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას.

ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.