მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.

"გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა და ვიდეომიმართვაც გაავრცელა.