ლეგიტიმაციის მიცემის საშუალებას ნამდვილად არ მისცემდნენ და არც არის ასე იმიტომ, რომ ირანის რეჟიმთანაც შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს და ეს საიდუმლო არ არის, ეს არ ნიშნავს ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მარკო რუბიოსთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა პირველი წყაროსგან, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში.  

"სატელეფონო საუბრის შემდეგ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების საკითხები იყო განხილული, უსაფრთხოების საკითხები კი ახლა, როდესაც ომი მიმდინარეობს ირანთან, შეერთებული შტატებისთვის - ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირველ რიგში, არის სწორედ ეს ირანის საკითხი, ამიტომ, ვფიქრობ, რომ სწორედ ირანის საკითხი იყო განხილული, რომელიც ამ სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და საქართველოც სამეზობლოში შედის. 

ვფიქრობ, რომ რუბიოსთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა პირველი წყაროსგან, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამ ომთან მიმართებაში.  

ლეგიტიმაციის მიცემის საშუალებას ნამდვილად არ მისცემდნენ და არც არის ასე იმიტომ, რომ ირანის რეჟიმთანაც შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს და ეს საიდუმლო არ არის, ეს არ ნიშნავს ლეგიტიმაციას", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის 30 მარტს სატელეფონო საუბარი შედგა.