ისინი ქვეყანას ჩინეთზე ყიდიან. “MEGOBARI” აქტი უკიდურესად საჭიროა, - ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი წერს.

მისივე თქმით, ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს შეურაცხყოფს და ამავდროულად კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს.

"ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს შეურაცხყოფს და ამავდროულად კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს. უბრალოდ, მათ მოუსმინეთ და მათ ქმედებებს შეხედეთ. ისინი ქვეყანას ჩინეთზე ყიდიან და ამერიკას მათ ქვეყანაში და რეგიონში ყველა ბიზნესისგან და ვაჭრობისგან ბლოკავენ. “MEGOBARI” აქტი უკიდურესად საჭიროა!”, - წერს ჯო უილსონი.