ივანიშვილი არის დესტრუქციული ქაოსის შემომტანი ქვეყანაში, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"მთელი ეს ბოლო პერიოდი ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, სწორედ ის აღმოჩნდა მართალი, მაგრამ ყველაზე დიდი სიმართლე  არის ის, რომ ივანიშვილი არის დესტრუქციული ქაოსის შემომტანი ქვეყანაში. 

არცერთი სისტემა, რომელიც წესით, ხელისუფლებამ 14 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას უნდა ააგოს, ივანიშვილს არცერთი სისტემა არ აუგია, აი მაგალითად, მე წინა ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ და ჩვენ გავაკეთეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, ეს ერთ-ერთი მართლა დიდი მიღწევაა, ასევე ჩვენ შევქმენით ის, რომ ტექნოლოგიები გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნდამენტად, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა იყო და მე პირადად ამერიკულ დელეგაციებს ვაცნობდი ამ ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მიღწევებს. 

რა შექმნა ივანიშვილმა?! ის არაფერს ქმნის და არც აშენებს, ის მხოლოდ ანგრევს და ეს ნგრევა ძალიან ცუდად აისახება, როგორც ქვეყნის ბედსა და მომავალზე, ისე თავად ივანიშვილზე და მის ბოროტ ბანდაზე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.