"ქართული ოცნება" ამბობს, რომ ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისგან მიღებული შემოსავალი შეიძლება გრანტად დააკვალიფიცირონ, თუ ჩათვლიან, რომ მიღებული ფინანსების შედეგად მე შევეცადე, რომ საზოგადოებაზე, ან ხელისუფლებაზე გავლენა მომეხდინა გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე, -  ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაგეგმილი ცვლილებები ბევრად უფრო ფართო არის, ვიდრე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები. 

"ეს ცვლილებები ბევრად უფრო ფართო არის, ვიდრე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები. ჩვენ, რეალურად, შევდივართ იმ მდგომარეობასა და რეალობაში, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი ნებისმიერი რამის გამო დაიჭიროს, მათ შორის ისეთის გამოც, რაც შეიძლება უბრალოდ ვერც კი წარმოვიდგინოთ, ან ვერც კი წარმოგვედგინა ამის გამო თუ დაგვიჭერდნენ. 

იმ რეპრესიული და აბსურდული კანონების რიცხვს, რომელიც აქამდე ჰქონდა "ქართულ ოცნებას" მიღებული, კიდევ რამდენიმე ასეთივე დაემატება და შეიძლება აბსურდული ბრალდების გამო მოგვიწიოს დაკავება.

"ქართული ოცნება" ამბობს, რომ ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისგან მიღებული შემოსავალი შეიძლება გრანტად დააკვალიფიცირონ, თუ ჩათვლიან, რომ მიღებული ფინანსების შედეგად მე შევეცადე, რომ საზოგადოებაზე, ან ხელისუფლებაზე გავლენა მომეხდინა გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე.

რა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური კონტექსტის მქონე ქმედებად და რა შეიძლება ჩაითვალოს შემოსავლად, ამას უკვე ეს ინიციატივა ღიად ტოვებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც შეიძლება ჩვენ მივიღოთ, შეიძლება გრანტად აღიქვას "ქართულმა ოცნებამ", თუ ჩვენი ქმედებები არ მოეწონება.

ნებისმიერი პირი, რომელიც მიიღებს სხვა ნებისმიერი პირისგან უცხოეთიდან ნებისმიერი სახის შემოსავალს, რომელიც შეიძლება, "ქართულ ოცნებაში" ჩათვალონ, რომ ამას აქვს გრანტის შინაარსი და არის პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი, ჩაითვლება გრანტად და გავრცელდება მასზე გრანტის რეგულაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის თანხმობა მოითხოვება და მეორე - თუ მთავრობის თანხმობა არ იქნება, ასეთ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ადამიანს", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.