ასეთი ავტოკრატიების კალაპოტი ყოველთვის მიემართება რუსეთისკენ, ირანისკენ. რუსეთზე აღმატებულ ხარისხში საუბრობენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორების გარეშე დატოვა.

"ასეთი ავტოკრატიების კალაპოტი ყოველთვის მიემართება რუსეთისკენ, ირანისკენ. რუსეთზე აღმატებულ ხარისხში საუბრობენ და ერთ სიტყვის თქმას ვერ ბედავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ ჩვენი ყველაზე დიდი საერთაშორისო პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების და სხვების გარეშე დაგვტოვეს. 

ივანიშვილი ქვეყანას მიაქანებს ზუსტად იმ ქაოსისკენ, სადაც შეიძლება ქვეყნის ინტერესები, ეკონომიკა, გადაზიდვები, ტვირთები სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს იმიტომ, რომ ეს არის ივანიშვილის სიხარბე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.