დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს პარლამენტში სპეციალურ კომისიასთან თანამშრომლობას, მისთვის გასაგებია.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულმა პარტიამ ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

"მესმის მათი განწყობა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მოღალატე პარტია იმ თავისი ქმედებებით და დანაშაულით, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები. ამ ქმედებების შედეგად დაიღუპა არაერთი გმირი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა. გასარკვევია ვისი დავალებით დაიწყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვისაც ამ დანაშაულში წვლილი მიუძღვის, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.