საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას გმობს.

"ვგმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას. ხელისუფლება მიდის სისხლის ღვრაზე. ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ფაქტზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.