ნორმალურ ქვეყანაში აქ უნდა იყოს შს მინისტრი, სახალხო დამცველი. მოხდება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა და ხარებას და მისი დაჯგუფების მიმართ უნდა დაიწყოს გამოძიება, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხაბეიშვილის ცემა ხარებას და მის დაჯგუფებას უკავშირდება.

"ადვოკატი შეუშვეს, რომ მოხდეს დაზიანებების გაფორმება იურიდიულად. არიან თვითმხილველები, როგორ მოხდა ხაბეიშვილის გატაცება, როდესაც ის ცდილობდა ერთ-ერთი ახალგაზრდის დახმარებას და ამ დროს დაესივნენ სპეცრაზმელები, გაიტაცეს და სამაგალითოდ დასაჯეს. ბუნებრივია, ეს უკავშირდება იმ მუქარას, რომელიც იმ სპეცრაზმელების ხელმძღვანელის - ხარებას და მის დაჯგუფებას უკავშირდება. ეს არის ივანიშვილის პირადი დაჯგუფება, არანაირი სპეცრაზმელები და პოლიციელები არ არიან. 

ნორმალურ ქვეყანაში აქ უნდა იყოს შს მინისტრი, სახალხო დამცველი. მოხდება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა და ხარებას და მისი დაჯგუფების მიმართ უნდა დაიწყოს გამოძიება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სცემეს. ის ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც პარტიის წევრებიც იმყოფებიან.