ხალხს აინტერესებს რამდენიმე საკითხი - როგორი იქნება ოპოზიციის საარჩევნო გეგმა და სტრატეგია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დალაგდეს კონფიგურაცია. 27 ოქტომბერს სხვა რეალობა უნდა იყოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერების დეკლარაციაში მოცემულია ის საკითხები, რაზეც წლები საუბრობდნენ.

"ამ დეკლარაციაში არის ყველაფერი მოცემული, რაზეც წლები ვსაუბრობდით. პირველი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში; მეორე, რომ ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომ ეს ადამიანი, რომელიც დახარბებულია ძალაუფლებას, ჩამოვიცილოთ და ეს არჩევნები მოვიგოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა პოლიტიკოსებისთვის და მესამე - როგორი უნდა იყოს სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, რომ ამ ადამიანებმა დაინახონ ის ადამიანები, ვინც მზად არიან ყველაფერი და პირველ რიგში, საკუთარი თავები გადადონ იმ მომავლისთვის, რომელიც ოქტომბერში უნდა დადგეს. 27 ოქტომბერს სხვა რეალობა უნდა იყოს.

ხალხს აინტერესებს რამდენიმე საკითხი - როგორი იქნება ოპოზიციის საარჩევნო გეგმა და სტრატეგია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დალაგდეს კონფიგურაცია. და არის მეორე საკითხი -  ადამიანებს აინტერესებთ, რას სთავაზობ. აქ არის გეოპოლიტიკური საკითხები და მთავარია ის, თუ ამ პრობლემებს როგორ მიუდგება კონკრეტული პოლიტიკოსი თუ ოპოზიციური პარტია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.